მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. გოგიჩას მეუღლე ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში გიორგის მიმართავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“არ ვიცი რა მოგწერო გარდა იმისა რასაც შენს სკვერში , ყოველ შეხვედრაზე გიწერ ქვიშაზე ,,გვიყვარხარ,, … მგონია , რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ , სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა რომ ყველა ერთად ვართ ,ალბათ იმიტომ რომ შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული და ურთიერთობები ! რა შორსაც არ უნდა იყო ახლოს ხარ ყველაზე! ხანდახან ისე მჭირდები ! ისე მჭირდები….გიო რანაირი ხარ რა… რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს , კიდევვრამდენ თამაშს გამოვიგონებდით… რა შუაში იყო ეს დღე ჩვენთან … მიყვარხარ და მადლობ …გოგიჩობა გრძელდება იცოდე არ ინერვიულო…” – წერს ნათია ბანძელაძე