ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“რა ვიცი, მე არ ვარ პროფესიონალი და მე ვიცი, რომ ხანძრის ისეთ კერებს, როგორიც შავნაბადაზეა, მხოლოდ ავიაცია ვერ უშველის: ზემოდან დასხმული წყალი აქრობს ზემოთ მოდებულ ცეცხლს, კერამდე ვერ აღწევს, ამიტომ ჩნდება ქრობის ილუზია და რამდენიმე წუთში, კერიდან ხელახლა ღვივდება ალი.
იქ ახლა საჭიროა ბევრი ქვეითი სპეციალური, ზურგზე მოსაკიდებელი ცეცხლმაქრით – შეიყვანეთ ჯარი, ომი კი არ გინდათ, მაგრამ ესეც ომია და აქ მაინც გამოიყენეთ”, – წერს ბერულავა.