“ქრისტიან-დემკრატიული მოძრაობის” მთავარი კომიტეტის წევრმა და ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა ლევან ბერძენიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა საქმეს გადადებს და საჩხერეში გასაპროტესტებლად გაემგზავრება.
“როდესაც ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გამოაცხადა მოღალატედ, თელავი დადგა ფეხზე და დაიცვა საყვარელი მეფის ღირსება. ამჯერად ბატონმა ლევანმა აკაკი წერეთელი გამოაცხადა სექსუალურ მოძალადეთ. როგორც დედით საჩხერელი, ველოდები საპროტესტო აქციას საჩხერეში, ვაგზლის წინ, აკაკის ძეგლთან. ყველა საქმეს გადავდებ და ჩამოვალ საჩხერეში” – წერს ჩხეიძე