სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ქართველები ომში მაშინ დავმარცხდებით, როდესაც რუსების შემოსევაზე დავხუჭავთ თვალს და ვიგუებთ. ხო და იძინე მშვიდად “მტრის არმცნობო, მოყვრის მგმობო” ერო, მთავარია ჯიბე იყოს სავსე და ფასეულობებს რა მნიშვნელობა აქვს, ხომ? 10 წელიც არ დასჭირდათ ისე მოგადრეკინეს მუხლი და როგორც ბაყაყს, ისე შეგაჩვიეს მტერს და გხარშავენ მდუღარე წყალში.” – წერს მანგო