ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე, საჯარო რეესტრის კუთვნილი ავტომობილი ამობრუნდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მჯდომი არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი, რომელიც თხრილიდან ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ამოიტანეს. მათივე თქმით, მკვეთრ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საჯარო რეესტრის თანამშრომლები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ თუშეთში, სადაც მოქალაქეების კუთვნილი მიწების აზომვით სამუშაოებს ასრულებდნენ.
წყარო: “მთავარი არხი”