პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“ ვანიკ პოღოსიანი გუშინ ერევანში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოღოსიანი „კანონიერ ქურდად“ 23 წლის ასაკში, 1960 წელს „აკურთხეს“. ასაკის მიუხედავად, მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა კრიმინალური სამყაროს სომხურ კლანზე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ქურდულ შეკრებას, რომელიც შაქრო კალაშოვის ინიციატივით ექვსი წლის წინ ერევანში გაიმართა, სწორედ ვანიკ პოღოსიანი მასპინძლობდა. ითქვა, რომ პოღოსიანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირები გამოიყენა და ამ უპრეცედენტო კრიმინალურ შეკრებაზე, რომელსაც ათობით ქართველი „კანონიერი ქურდიც“ ესწრებოდა, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღო.
მისი გარდაცვალების შემდეგ პოსტაბჭოთა სივრცეში ყველაზე ხანდაზმულ „კანონიერ ქურდად“ წარმოშობით ქუთაისელი, 83 წლის დავით ფახურიძე მიიჩნევა, რომელსაც „მინაგოს“ მეტსახელით იცნობენ, – იუწყება „პრაიმტაიმი“