“ვარდების რევოლუციიდან” 18 წლის გასვლის დღესთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. რომან გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე იხსენებს:
“2003 წლის 23 ნოემბერი. პარლამენტის “შტურმი”. პირველი ჯგუფი დაცვამ შუაზე გაგვწყვიტა. კარები ჩაიკეტა. ორიოდე წუთში კარები შეინგრევა კამუფლაჟიან ფორმაში გამოწყობილი ბადრი ბიწაძისა და მისი “რაზმის” მიერ. სწორედ მათ ვუხმობთ აწეული ხელებით
კუთხეში, მარჯვნივ ვარდი ხომ არ გეცნოთ?”, – წერს გოცირიძე “FACEBOOK”-ზე, პოსტის კომენტარებში კი სოცილური ქსელის მომხმარებელის საპასუხოდ დასძენს: – “მიშა უკვე შესულია.
ერთი ვარდი კი არ გვქონდა მხოლოდ. სარეზერვო ვარდებიც გვქონდა”
ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილია 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი გაყალბების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რასაც 23 ნოემბერს მოჰყვა პრეზიდენტის თანამდებობიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა.