მსახიობი იუნა შაფათავა, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებ ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და წერს:
“ღმერთო, Fady Asly est devenu un homme Georgien, ერთი მდიდარი უცხოელი გვყავდა, ფარულავას ყოფილი ქმარი და ისიც ქართველი კაცივით უტაქტო გახდა.. საქართველო უნდა შორენასავით ლამაზი, თვითონ კი ყოფილი ცოლისგან უტაქტობა გადაედო და ქართველობა დაეტყო… chelou restez comme vous etait toujours- un homme vrai, gentil, libanais.”
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.
“ღმეროთო, გთხოვ, შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა” – დაწერა და შორენა ბეგაშვილის ფოტო გამოაქვეყნა.