გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” კონცერტი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმში მდებარე “ლაუნჯი” New soho ავრცელებს.
“უცნობის ავად გახდომის გამო, 20 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადავადდა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, უცნობს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – წერია კლუბის განცხადებაში.