გავრცელებული ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლის მამაკაცთან სტუმრად მისულმა პირებმა ის სასტიკად სცემეს. შალვა ტორონჯაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სტუმარ-მასპინძელს შორის სუფრაზე შელაპარაკება ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებულია, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია, ნამდვილად ისინი გაუსწორდნენ თუ არა 60 წლის კაცს. სამივე ბრალდებული გარდაცვლილის მეზობლები არიან. როგორც ირკვევა, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ გარდაცვლილის შვილს, ხოლო 60 წლის კაცი შესაძლოა გულის შეტევით გარდაცვლილიყო.
უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. პოლიციამ ეჭვმიტანილები უკვე დააკავა, გამოძიება კი მკვლელობის მუხლით დაიწყო.