მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ელის-მარია სააკაშვილის ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად მან შვილის კიდევ ერთი სურათი „ინსტაგრამზე“ განათავსა.
აღსანიშნავია, რომ დედა-შვილი მოგზაურობის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ და ახლა ბაკურიანში იმყოფებიან.