გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის, სოფი ნიკოლეიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და კლასის დამრიგებელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სპორტის მასწავლებელი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ახლდა თან, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
ამასთან დაკავშირებით, დაღუპული გოგონას და, სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“სპორტის მასწავლებელი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ. (ისეთი სიხარულის ღრიალი მორთო გული შემიწუხდა, ალბათ ამიერიდან უფრო ბედნიერად გააგრძელებს მუშაობას იმავე სკოლაში, აბა ჰე აბა ჰო)
დამრიგებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ, და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.
მინიმუმ ის მაინც დაამტკიცა ბავშვიკმა, რომ მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციის უსინდისო მტკიცებისა, სოფის ბრალი ნამდვილად არ ყოფილა ექსკურსიაზე წასული უკან მკვდარი რომ ჩამოვასვენეთ. (და ეს საკითხი რომ იყო გასარჩევი ხო საერთოდ..)”, – სწერს სალომე ბარკერი.