ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლამდე კაცი გარდაიცვალა
სოფლის რწმუნებულმა ბესიკ ხალაძემ ტელეკომპანია ,,ბორჯომთან ‘’ საუბრისას აღნიშნა, რომ მამაკაცს პირველი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა. ორი დღის წინ ის თბილისში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. 45 წლამდე კაცი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.