საპენსიო ფონდის ვარაუდით თუ ინფლაცია ისევ მაღალ დონეზე დარჩება, მაშინ ფონდი, სადაც 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში წაგებაზე წავიდეს.
საპენსიო ფონდის შექმნიდან დღემდე, ქვეყანაში ინფლაციამ 34,28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35,23% იყო. მარტივი დასათვლელია სხვაობა – ამ პერიოდში რეალური ამონაგები მხოლოდ 0.71% გამოდის.
ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას – ინფლაციას – ფონდი უცხოურ აქციებში ინვესტირებით პასუხობს, უკვე ორი თვეა. ამჟამად, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7,3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული. საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული.