პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:
“საქართველოს მთავრობა!
ბ-ნი ბიძინას ვერტმფრენზე რა ხდება?
ძველი რომ ჩააბარა და ახლის ჩამოყვანაზე შეფერხებები რომ ჰქონდა (?)
ეგ ხომ მაინც მოაგვარეთ?…
ტყეში, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენები არ გვყოფნის, მაგრამ აბასთუმნის ტყიდან, ხანძარს რომ გაასწროს ბ-მა ბიძინამ ეგ ვერტმფრენი ხომ ახალია და მწყობრშია?
ჰოდა, აბა სანერვიულოც აღარაფერია, უბრალოდ ლოცვა გააძლიერებინეთ ჯუანშერს.” – წერს ხაჩიძე
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ცოტა ხნის წინ ბორჯომში ჩავიდა და ილოცა.