სოფელ უჯარმაში გუშინ ღამით მაშველებმა არხში დამხრჩვალი ძმები, 16 და 21 წლის ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები ნახეს. ადგილობრივების მონაყოლით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად გადახტა, თუმცა, ნაპირზე გამოსვლა ვერც ერთმა ვეღარ შეძლო.
გარდაცვლილი ძმების შესახებ სოციალურ ქსელში მეგობრები წერენ და ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან მათ.
“იკა, ივიკო რამდენი ხანია მცირედის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ.
2019 წელს, უნივერსიტეტის პირველივე დღეს გავიცანი ნიკა და იქიდან მოყოლებული ერთ გზას მივყვებოდით.
ექსკურსია, შეხვედრები, გამოცდები, კონფერენციები, სტატიები – ნიკა ჩემთვის ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი იყო. ვინც მიცნობთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავდა ნიკა ჩემთვის.
სამმა წელმა ბევრი მოგონება მაჩუქა ამ გულკეთილ და პატიოსან ადამიანებთან.
მინდა, ყველა მოვლენა, ყველა ჩვენი წარმატება გავიხსენო და მოვუყვე ხალხს ნიკუშ, მაგრამ არ გამომდის, მაგრამ ისედაც ხო ყველამ იცის, როგორი პიროვნება იყავი და როგორ მიდიოდი საბოლოო წარმატებისკენ ეტაპობრივად.
ორივე ჩემს გულსა და გონებაში იქნებით. ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით.
ნიკუშ, ასმაგად ვეცდები ის ყველაფერი გავამართლო, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით.
მშვიდად განისვენეთ, ძმებო”, – წერს ერთ-ერთი მეგობარი, თორნიკე ყრუაშვილი.