სოციალური ქსელის მომხმარებელმა ხათუნა გიორგობიანმა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუკზე“ განცხადება გამოაქვეყნა. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.
გაუჩინარებული ახალგზარდა ქალის დედა სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და შვილს მიმართავს:
“დე, ხომ იცი როგორ ძლიერ უყვარხარ შენს მშობლებს, შეგვიცოდე მე და მამიკო, ვეღარ ვუძლებთ ამ ტკივილს, სად ხარ?
სად უნდა გეძებო აღარ ვიცი. გთხოვ, გამოჩნდი და ყველაფერი კარგად იქნება. აქ ვართ მე და მამიკო, შენს გვერდით. მხოლოდ ერთ ზარი ან შეტყობინება და იმ წუთს შენთან გავჩნდებით და გულში ჩაგიკრავთ.
ყველანი შენს გვერდით ვართ, დამიბრუნდი დე.“ – წერს ხათუნა გიორგობიანი