ნაციონალური მოძრაობის წევრი, კობა ხაბაზუი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას კითხვას უსვამს:
“იცით რა მაინტერესებს?
სად არიან, აი ის “მგზნებარე პატრიოტები” ტელესტუდიებში ომახიანად რომ გაჰყვიროდნენ, მიტინგს მიტინგზე რომ ატარებდნენ “ინდოელებმა შეგვჭამეს”, “ჩინელებმა გვართმევენ სამშობლოს”, “პაკისტანელებით გაივსო საქართველო” და ასე შემდეგ.
რაო, პაკისტანელებით და ინდოელებით გაივსო საქართველო და რუსებით არა? რატომ დღეს არ იღებენ ხმას?
ჰოდა ვისაც გულწრფელად გჯეროდათ მათი, იმედია დღეს მაინც ხვდებით, რომ იმ პროპაგანდის ლიდერები კარგ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტები იყვნენ და ცუდ შემთხვევაში პირდაპირ კრემლიდან მართული მოღალატეები.” – წერს ხაბაზი