ცოტა ხნის წინ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადა საბერძნეთის პოლიციამ დააკავა 34 წლის ქართველი. ის ამპელოკიფის აფთიაქში შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
სამართალდამცველების თქმით, დაკავებულმა 2021 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე სამი დაწესებულება, მათ შორის, საეკლესიო ნივთების მაღაზია, აფთიაქი და საკონდიტრო დააყაჩაღა.