სტივენ სიგალი დონბასზე და ზოგადად მთელ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. თუმცა სიგალს ფილმის დაფინანსებაზე რუსეთის კინოფონდმა უარი უთხრა.
“კინოფონდი არ დააფინანსებს დოკუმენტურ ფილმს დონბასში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტური ფილმების მხარდაჭერის მიმართულება”, – განუცხადეს სააგენტო news.ru-ს კინოფონდის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი, რომელიც პუტინის გულშემატკივარი და მხარდამჭერია.