ახმეტაში, ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი და ადამიანის ცხედარი სასახლესთან ერთად დაიწვა. შემთხვევა წუხელ, ე.წ უტას დასახლებაში მოხდა. ცეცხლი სახლის მეორე სართულზე, სავარაუდოდ, მიცვალებულთან ანთებული სანთლიდან გაჩნდა, რომელიც სახლის ნაწილს მოედო.
ასევე, დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. სწორედ მეხანძრე-მაშველების მიერ, მალევე მოხერხდა ხანძრის ლიკვიდაცია.