რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან ომში დღე–ღამეში $20 მილიარდზე მეტს ხარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსალტინგო კომპანია Consultancy კვლევით ორგანიზაციებზე Centre for Economic Recovery და EasyBusiness, ასევე კომპანია Civitta–ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემებით, ომის პირველი 5 დღის განმავლობაში რუსეთის მიერ მიღებულმა ზარალმა, მათ შორის სამხედრო ტექნიკის დადასტურებული დანაკარგების ჩათვლით, დაახლოებით $7 მლრდ შეადგინა.
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის შემაკავებელი ეკონომიკური სანქციების გამო რუბლი ისტორიულ მინიმუმებზეა.