თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლისძმამ სიძე მოკლა. ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ნასროლი ტყვიით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. უცნობია თუ რა გახდა სიძე ცოლისძმას შორის დაპირისპირების მიზეზი.
ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტკრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები