პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „მიქსმეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია საქართველოსთვის საკმარისად არ იბრძვის.
„ არა, ყველაფერს არ აკეთებს რაც მისი შესაძლებლობების ფარგლებშია. ვერ აკეთებს თუ არ აკეთებს ეს უხეში თემაა, ალბათ უფრო ვერ აკეთებს. ფაქტია, რომ ეს საკმარისი ბრძოლა არ არის. როდესაც ამხლა ამბავია და ასეთი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას შენი ქვეყანა და შენ მხსვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხარ, რათქმაუნდა ჩემთვის ეს ბრძოლა საკმარისი არ არის რასაც ნიკა მელია აკეთებს.“ – თაკო ჩარკვიანი