თელავის თეატრის დირექტორმა, სავარაუდოდ, პაატა გულიაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ირკვევა გადაწყვეტილება, თელავში ჩატარებულ აქციას უკავშირდება, რომელიც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ იმართებოდა.
“მოკლედ , ძალიან დიდი მადლობა კომედი ჯგუფის ბიჭებს, საქმის გამკეთებლებს და ნიჭიერ ხალხს…. არ ღირს ჩემს გამო ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი….. მე წავედი! p. s. რაც შეეხება ერეკლე მეფეს, მასზე ცუდის მთქმელის მაგინებელი ვიყავი, ვარ და ვიქნები” – დაწერა გულიაშვილმა.
წყარო: ambebi.ge
შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ამასთან, თელავში, ერეკლე II-ს სასახლესთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ლოზუნგებით – “ვიცავთ ჩვენს მეფეს და ისტორიას”, “ერეკლე ჩვენი სიამაყეა”, ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის განცხადება გააპროტესტეს ერეკლე მეორეს შესახებ.
ამავე თემაზე: “ენა უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს”, – პაატა გულიაშვილი ბერძენიშვილზე
ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი