პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ჯორჯიან ტაიმსის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ კატასტროფული შედეგი მოიტანა.
„პირდაპირ ვადებ ხელს, ხელოვნურად გააჩერა პროცესი „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ. რატომ გეშინიათ ამის თქმა არ მესმის. დააძინა კაცმა პროცესი, რატომ დააძინა, თქვენ თვითონ იფიქრეთ, ზოგი რას იფიქრებს, ზოგი რას. მე არ მიყვარს ხელოვნური ბრალდებები. არ მაინტერესებს ნებსით თუ უნებლიეთ, შედეგი მოიტანა კატასტროფული. ამაზე ცუდი არ შეიძლებოდა პროცესისთვის გაეკეთებინა, ვიდრე ნიკამ გააკეთა, თუ ეს მოუვიდა იმით, რომ ვერ არის ლიდერი, არც ეს არის შვება“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა