რეჟისორმა, რობერტ სტურუამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და 3 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე კომენტარი გააკეთა:
“სამ ივლისს სასაცილო და ამავე დროს სასირცხვო სირბილი გამართეს მცირერიცხოვანმა უნიჭო ინტრიგანებმა, ვისი დასმენის და ჭორების გამო საქართველო არ მიიღეს ევროპაში! ნამძინარები დარბოდნენ და ოც ლარად კიოდნენ – ყველაფერი პრემიერის ბრალია! აი, ვის გამო არ მიგვიღესო! სასწრაფოთ გადადგესო! ბოლოს თბილისელებმა სიცილი და რაღაც ბინძური ნივთები დააყარეს და ნაციკოებმა ჩასვრილებმა, მაგრამ ამაყებმა დატოვეს რუსთაველი!” – წერს რობერტ სტურუა 3 ივლისს გამართულ აქციაზე