“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნაცვლად იმისა , ცხვირ-პირს ვუერთიანებდეთ ქვეყნის აწმყოსა თუ მომავლის დასამარებისთვის , ვაგდებდეთ აქედან , რეჟიმად ვაცხადებდეთ მის მიერ შემოგდებულ რუსულ ოცნებას და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ვებრძოდეთ ყველგან და ყველა მის მიერ გამოყრილ გარეწარს , ვდგავართ და სერიოზულად განვიხილავთ იმ უხსენებელის ღიად გამოჩენისა და ჩართვის შესახებ , პოლიტიკაში?! ამის დაშვება როგორ შეიძლება ხალხნო, როგორ უნდა ეთამაშო შულერს იმ მოედანზე, სადაც გითრევს? ღმერთო, რა დავაშავეთ ისეთი , ამ სატანჯველს ბოლო რომ აღარ გამოუჩნდა და იმ გვირაბს, რომლის ბოლოშიც სინათლეა?” – წერს გოცირიძე