ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
“#სირცხვილია!!! პოლიციელებისთვის ფქვილის და კანცელარიისთვის ტუალეტის ქაღალდების შეყრა ვინ მოიფიქრა?!
ნატა ფერაძის ჭკუაზე კლოუნადად ნუ გადააქციეთ სამოქალაქო პროტესტი!!!
თუ ერთი ადგილი გქონდათ, დაანონსებული კარვები დაგედგათ და კანცელარიაში არ შეგეშვათ პრემიერ-მინისტრი”, – წერს ელისო კილაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, საპროტესტო აქცია “არა რუსეთს!” პარლამენტის შენობასთან დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცველს, სადაც შენობის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. აქციის დასრულებისას პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, პროტესტის მონაწილეებმა კი პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს.