„აჭარა ტექსტილის“ სამკერვალოში ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, 40-ზე მეტი თანამშრომელი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სამკერვალოს თანამშრომლებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს, თუმცა რა კონკრეტული მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია.
საწარმოს ბუნებრივი აირი კვირაზე მეტია, რაც არ მიეწოდება, ამიტომ გაზით ინტოქსიკაცია უკვე გამოირიცხა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ „აჭარა ტექსტილის“ ტერიტორიაზე ახლა ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
„თანამშრომლები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა.
წყარო: PIA.GE