მაშველები რამდენიმე საათია, 6 წლის ბავშვს ეძევენ, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბაბუასთან და ძმასთან ერთად მდინარე ცხენისწყალზე საბანაოდ იყო და მოულოდნელად, გაუჩინარდა. როგორც მცირეწლოვანი ბიჭის დედა წერს, მისი შვილი არა მარტვილში, არამედ სოფელ მათხოჯშია დაკარგული.
“დამეხმარეთ, თუ კი ვინმემ დაინახეთ, ხალხი არა ხართ? მომეშველეთ, მაპოვნინეთ შვილი! მარტვილი კიარა ხონის რაიონის სოფელ მათხოჯშია დაკარგული, ნუთუ არავის დაგინახავთ, ასე უგზო უკვლოდ რომ გაქრა ჩემი შვილი, დამეხმარეეეთ”, – წერს ქალი.