[su_quote]მე მიწასთან არაფერი გამისწორებია. ჩემი შვილები მამისადმი დიდი სიყვარულით იზრდებოდნენ. ვცდილობდი, მათ აგურის გამოცლა არ ეგრძნოთ. ჩვენი ოჯახის დანგრევა ბევრისთვის იყო ძალიან მტკივნეული. არის ოჯახები, რომლებიც ინგრევა, მაგრამ ამის გამო გული არავის სტკივა. პირიქით, ერთგვარი შვებაცაა, ოჯახის წევრებისთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. ჩვენ ეს არ გვქონია და როგორც ჩანს, ძაფები ბოლომდე არ გაწყვეტილა, ამიტომაც მოვახერხეთ ხელმეორედ აშენება. ყველას მინდა ვუთხრა: თუ ფიქრობენ, რომ მათი ოჯახის გადარჩენა შესაძლებელია, ხელს ნუ ჩაიქნევენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც თავის დროზე გაუხარდათ ჩვენი ოჯახის დანგრევა. ასეთები დღესაც ცდილობენ, ქილიკით რაღაც თქვან ჩვენზე. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, თუკი ასეთი ბედნიერი ხართ იმით, რომ ოჯახი ინგრევა, ნუთუ სხვა საქმე არ გაქვთ? სხვისი ცუდად ყოფნით როგორ უნდა გაიხარო და კარგად მყოფის ბედნიერების ჩაშხამებას რატომ უნდა ეცადო?![/su_quote]
აცხადებს “თბილისელებთან” საუბრისას მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილთან ურთიერთობის აღდგენის კომენტირებისას.