“წავიდა სხვების გადასარჩენად… ამაყი მშობლები ეყოლებოდა… ახლა სხეულიც არ აქვთ, ალბათ, რომ გულში ჩაიკრან! რატომ? თუ ეს ვერტმფრენის გაუმართაობის გამოა, ხვდებით რა უნდა მოხდეს? ვინ გაიგებს?” – წერს გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა პილოტის, ანდრო ქუჯოშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ, გუდაურში, პარალპლანისტი ტურისტთან ერთად კლდეს შეეჯახა. მათ გადასარჩენად ადგილზე მისული ვერტმფრენი კი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია ტურისტი.
ამავე თემაზე: გუდაურში ავიაკატასტროფის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 24 წლის პილოტი, ანდრო ქუჯოშვილია