კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსი შოუმენის მაქსიმ გალკინის საქველმოქმედო ტურნეს ეხმიანება, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი კონცერტი თბილისში გაიმართება.
“დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი!
მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ
პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს!
მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად!
დაიხსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს! თქვენგან განსხვევებით
ასე რომ, გააგრძელეთ თხრა, თქვენთვის ბეტონი ისედაც მომაქვს!” – წერს ოქიტაშვილი და ალა პუგაჩოვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.