ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა Facebook-ზე დაწერა, რომ მისი და, ქუთაისის აეროპორტიდან ვარშავის ნაცვლად, შეცდომით აბუ დაბის რეისზე აღმოჩნდა.
“ჩემს დას ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ით ფრენა ჰქონდა ვარშავის მიმართულებით, გაიარა რეგისტრაცია. შემდეგ საითაც უთხრეს, იქეთ წავიდა. აღმოჩნდა აბუ დაბის თვითმფრინავში. ბარგი კი გაგზავნეს გაურკვეველი მიმართულებით. აბუ დაბის აეროპორტში არავინ არ ეხმარება, ტელეფონზეც კი არ არეკინებენ, არც პოლიცია აქცევს ყურადღებას, ყველა ეუბნება საქართველოდან რატომ გამოგიშვეს ასეო. ბარგს რაც შეეხება, ჯერ ვიცოდით, რომ იყო ვარშავაში, შემდეგ გავიგეთ – ქუთაისშიაო. გთხოვთ, თუ იცით, ან მსგავსიი შემთხვევა თუ ოდესმე ყოფილა, დაგვეხმარეთ რამენაირად” – წერდა მოქალაქე.
megatv-ს ცნობით, მგზავრი უკვე დანიშნულების ადგილასაა.
“მგზავრი აბუ დაბიში სასტუმროში გადაიყვანეს, შემდეგ კი პირველივე რეისით, ვარშავაში გაფრინდა”, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.