“მარჯანიშვილზე გავიარე და გამკაცრებულია ზომები – ყველა ჩაცმული დადის“
ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მსახიობი გია როინიშვილი მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარედ ორი პირის სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოს, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.
ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, კადრებში აღბეჭდილი პირები იდენტიფიცირებული არიან და ორივე მათგანი, საქართველოს მოქალაქეა.