მომღერალი მარკუს მეტრეველი დაოჯახდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც მასზე 10 წლით უფროსია.
მარკუსი მეორე ნახევარს ქალთა კოლონიაში გამართული კონცერტისას შეხვდა და როგორც თავად ამბობს, მისი სიძლიერით მოიხიბლა.
“ჯერ არსად მითქვამს, შეყვარებული ვარ ჩემზე უფროს ქალზე. ის ციხეში, ქალთა კოლონიაში გავიცანი და მისმა სიძლიერემ მომხიბლა. არც კი მიკითხავს ასაკი, იმდენად წვრილმანია ეს დეტალი, ამხელა გრძნობის წინაშე. კონცერტი მქონდა ციხეში, ეს ქალი კი სტუმრად იყო მოსული. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ”, – ამბობდა მარკუს მეტრეველი ერთ-ერთ ინტერვიუში.