სამოქალაქო აქტივისტი, ივერი ბალახაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში გაჩენილ ხანძრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“დღევანდელი ხანძრები:
ბორჯომ-ახალციხის ხანძარი როგორც იქნნა თითქმის ჩააქრეს
შავნაბადას ხანძარი უკვე რუსთავი-თბილისის გზამდე ჩავიდა, ჩართულია ავიაციაც
ძამას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია – კაცი, რომელმაც ძამას ხეობაში ბუჩქებს ცეცხლი წაუკიდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს
ქარელში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახლებზე ცეცხლი, სავარაუდოდ, მინდვრიდან გავრცელდა
ხანძარია ზემო ავჭალაშიც, არსებული ინფორმაციით, იწვის ტყე – ამის აფდეითი არ შემხვედრია სამწუხაროდ
ხანძარი იყო სამგორის რაიონშიც, საგანგებოს თქმით, სამგორში მეორადი საბურავები და ნაგავი იწვის.
ეს მხოლოდ ერთი დღის ამბებია,
ძაან მარტივი იქნება, დივერსიას და რუსეთს დავაბრალოთ, მაგრამ ხო ვიცით რო ჩვენი გაუფრთხილებლობის ბრალია…
დღეს მარიამობა აღნიშნა ვიღაცამ, საქართველოს ბუნების სადღეგრძელო დალია, მერე მიაგდო კოცონი ან სიგარეტის ნამწვის შორს სროლაში შეეჯიბრა საკუთარ თავს და … ეგაა… ამ სიცხეში თავისით ვერ ჩაქრება…
სამწუხაროდ ხშირად შემხვედრია ხოლმე ჯერ კიდევ თბილი ნაკვერჩხალი დატოვებული, როდესაც რაღაც ლოკაციებთან მივსულვარ ხოლმე… ან მიწა დააყარე, ან სითხე დაასხი რავიცი…”, – წერს ბალახაშვილი.
ცნობისთვის, დღეს თბილისში ცეცხლი სამ ლოკაციაზე: შავნაბადაში, სამგორსა და ზემო ავჭალაში გაჩნდა.