თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ შვილს მიმართავს.
“დე ორი ჯოჯოხეთური წელი გავიდა რაც შენი ხმა არ გამიგია და თვალებს არ უნახიხარ.ნუთუ წყეული არ იქნებიან შენი მკვლელები უკუნითი უკუნისამდე და ბუმერანგივით არ დაუბრუნდებათ ეს ბოროტება.მაპატიე დე ,რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან,მაპატიე.” – წერს თეონა თამაზაშვილი
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს კი დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.