“მოდიან ახალი პოლიტიკოსები. ძველი პოლიტიკოსებიდან არცერთი არ დარჩება და ეს სიახლე განაახლებს და ახალ სულს შთაბერავს ჩემს ქვეყანას, ჩემს საქართველოს”, – ამის შესახებ წინასწარმჭვრეტელ ლელა კაკულიას “ფეისბუქი”-ს ოფიციალურ გვერდზე წერია.
“მოდიან უნიჭიერესი ქართველები, რომლებსაც მართლაც ესმით, რა არის პოლიტიკა, როგორ უნდა მართონ ქვეყანა. მათ ეს იციან ძალიან კარგად, მათ ეს ისწავლეს საზღვარგარეთ.
მაგალითად, ჩემი ქალიშვილი თამარ პატარაია, შვიდი წელი მოღვაწეობდა ბრიტანეთში. კოლეჯიც იქ დაამთავრა და უნივერსიტეტიც. უმაღლესი დონის განათლება მიიღო. მაგრამ არიან პოლიტიკოსები (ახლა არ მინდა, ერთი ქალბატონი დავასხელო), რომლებიც ებრძვიან ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც ჩემი თამარია.
მაინც წაგებული ხართ, ქალბატონო! თქვენს სახეს საერთოდ ვერ ვხედავ მომავალში. იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკის სირცხვილი ხართ, თქვენი პოლიტიკაში ყოფნა გამართლებული არ არის და ვერც იქნებით, რაც უნდა გააკეთოთ.
ასე რომ, კავკასიაში დიდი ცვლილებები ხდება. იმ გეგმას, რაც რუსეთმა, ირანმა და ერდოღანმა დაისახეს, ასრულება არ აწერია. სომხეთი, უხეშად რომ ვთქვათ, ისევ რუსეთს უძვრება. მაგრამ რომც აყვირდნენ, რას მოიგებენ? ვერაფერს! პირიქით, უფრო გაამწარებენ პუტინს. რუსეთის პრეზიდენტი კი ძალიან ავმეხსიერი კაცია, ყველაფერს იმახსოვრებს.
ახლა მაგონდება ისტორიული ფაქტი, როდესაც ქართველმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, სომხური სამეფოს დედაქალაქ ანისიდან თურქ-სელჩუკები გარეკა, მერე კი მიზგითად ქცეული ტაძარიც გაათავისუფლა, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი, ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იყო დაკრძალული. მეფე დავითმა მაშინ კატრონიკეს საფლავს სამგზის ჩასძახა:
“გიხაროდენ შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“. – რომ იცოდეთ, მაშინ საქართველომ რეალურად მიწის პირისგან აღგვას გადაარჩინა სომხები”, – ნათქვამია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებაში.