ორბელიანების სასახლეში შემდგარი ხელმოწერის ცერემონია და სალომე სამადაშვილის მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს – აღნიშნულ მომენტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება და სამადაშვილს აკრიტიკებს:
“მადლობა ქალბატონო პრეზიდენტოო. ამ მომენტზე ქოცებმაც კი აღებინეს. დანარჩენს ხალხი გიპასუხებთ, შემდეგ არჩევნებზე” – წერს ნანუკა ჟოროლიანი.
შეგახსენებთ, გუშინ ორბელიანების სასახლეში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, თუმცა, ნაციონალურ მოძრაობას, შეთანხმების დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.
ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამადაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოვიდა. მან თავის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ელჩებს მადლობა გადაუხადა.