რამდენიმე დღის წინ წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ გვიშტიბში ახალგაზრდა ქალი დაიკარგა, რომელიც ბოლოს 30 ივნისს, 10:00 საათზე ნახეს.
გაუჩინარებული ქალის დედა ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„ისევ ვეძებ ჩემს შვილს, უკვე მე-5 დღეა და მივმართავ კეთილ ადამიანებს, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. გადაიზიარეთ პოსტი, რომ მთელმა საქართველომ ნახოს.
ლიკა, დედი, თუ ამ ნაწერს წაიკითხავ, გთხოვ, დამიბრუნდი. შემიცოდე, მეტს ვეღარ უძლებს გული.“ – წერს ხათუნა გიორგობიანი