დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის შესახებ და მას ახასიათებს, როგორც “გამორჩეულად მოკრძალებულ” ადამიანს.
“ლაშა ნაკაიძისგან უამრავი სიკეთე მახსოვს!
გამორჩეულად მოკრძალებული და, ადამიანურ ბიჭად ვიცნობდი მას.
არ ვიცი, თუ დადასტურდა ბრალდება, რა გვემართება ადამიანებს ცხოვრების რაღაც ეტაპებზე.
არ მინდა ადამიანების ასეთი გარდასახვა არსებობდეს!
თუმცა, 48 წლის ვარ და დღემდე ვტრანსფორმირებ, რიგი გარემოებები სხვა და სხვა პოტენციალების ულტრირებას ახდენს.
სანამ თავს შეისწავლი, ტონა მარილი უნდა “ჭამო”…
თუ აერია, ისევ იპოვის თავს, ასე მინდა მჯეროდეს მე!”, – წერს დედა სიდონია.
ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას პროკურატურა ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით ედავება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანი ლაშა ნაკაშიძე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, “მთავარმა არხმა”, სადაც დილის გადაცემა მიჰყავდა, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.