სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელ აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7484ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7652ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.68თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8168ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8299ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1533ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3649 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 აგვისტოდან შევა ძალაში.