შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების ბექა გელაშვილი უფროსი ურეკში 18 წლის გოგონას მანქანით დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, მაღალჩინოსანთან ერთად ავტომობილში იმყოფოდა ასევე ძალოვანი უწყების თანამშრომელი, მამუკა არგანაშვილი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის ფოთის კლინიკიდან ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
“ამ გოგოს დედა და მამა ახლდა, გზაზე გადმოირბინა, უცებ შეეშინდა და უკან წასვლა რომ დააპირა, მძღოლმა, მერე თვითონ გადმოურბინა ისევ. გვერდიდან დაეჯახა, რომ მიდიოდა. ბავშვი გონზე მოვიდა იქვე”, – ამბობს თვითმხილველი.
როგორც “მთავარი არხი” წყაროზე დაყრდნობით წერს, შსს მომხდარის დამალვას ცდილობს.
შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება, დაწყებულია თუ არა მომხდარზე გამოძიება.
“