სოციალური ქსელის მომხმარებელი აბთია ჯაყელი-ცნობილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ კლინიკა მისი შვილის მიღებაზე უარს იმ მიზეზით აცხადებს, რომ ბავშვს მამა ახლავს და არა დედა.
“მიქს მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“ლინიკა ლჯ და კომპანია თავიდან რომ დავიწყოთ… 14 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე, ბავშვის მაღალი სიცხისა (40.2 რომელიც ვერ დაუგდეთ) და ღებინების გამო მოგვიწია სასწრაფოს გამოძახება. ჯერ გადაგვიყვანეს ერთ კლინიკაში და იქ კოვიდ ტესტის ჩატარებისას მივიღეთ დადებითი პასუხი, რის გამოც გადაგვიყვანეს ავტოქარხანაში, თქვენს კლინიკაში ლჯ და კომპანია. მანდ მოსვლისას მორიგე ექიმმა მითხრა რომ მამასთან ერთად ვერ შევიყვან ბავშვსო, ვინაიდან პალატაში ყველა სხვა ბავშვს დედა ახლავს და ისინი უხერხულად იგრძნობენ თავს და ამიტომ დედა მოვიდესო. ვუხსნი ამ მორიგე ექიმს რომ 29ში მეორე შვილი შეგვეძინა და დედა ახლა 2 კვირის ჩვილთან ერთად აქ ვერანაირად ვერ მოვა და ვერც დატოვებს ბავშვს. შემდეგ სასწრაფოს, რომელმაც მიგვიყვანა, უთხრეს რომ გაერკვიათ ვინ მიიღებდა კოვიდიან ბავშვს რომელსაც ახლავს მამა. წარმოიდგინეთ, ამ მომენტისთვის უკვე იყო დაახლოებით ღამის 4 საათი, თუ მეტიც, და კლინიკა პაციენტის მიღებაზე უარს მეუბნება იმის გამო რომ ბავშვს მამა ვახლავარ და არა დედა.
მორიგე ექიმის ბოლო არგუმენტმა ხო საერტოდ გამაოცა:
ექიმი:-შენი ცოლი რომ იყოს ახლა პალატაში და მასე ბავშვი რომ შეიყვანონ მამასთან ერთად ხომ არ გესიამოვნება რომ ვიღაც კაცს მოუწევს იქ ყოფნაო?!
მე:-პირველ რიგში მშობლები ვართ მეც და ისინიც და მერე ვართ კაცი და ქალი და მგონია გაგებით მოეკიდება ყველა ამ საკითხს.
ექიმი:-კაი ახლა რა საქმეს მირჩევ აქ! რა ვქნათ ახლა ასეთი ტრადიციების და მენტალობის ხალხი ვართ ქართველები.
მოკლედ რომ ვთქვათ ტრადიციები და მენტალობა დამიყენეს ბავშვის ჯანრმთელობაზე მეტი წინ!!!
ანუ მამა კლინიკაში ბავშვთან ერთად ვერ უნდა დარჩეს საჭიროების დროს? რატო წამოვიდა ეგეთი დისკრიმინაცია ვერ ვხვდები. ადამიანის, ბავშვის ჯანრმთელობას ეხება საკითხი და რა ტრადიციებზე და მენტალობაზე მელაპარაკებით. იმ მამებმა, ვინც მარტო ზრდის ბავშვს, რა უნდა გააკეთონ ამნაირ შემთხვევაში? სამწუხაროდ ბევრია ქვრივი მამაკაცები, რომლებიც მარტო ზრდიან თავიანთ შვილს/შვილებს და ანუ მაგათაც არ მიიღებთ და სხვა კლინიკაში გაუშვებთ იქნებ ვინმემ მიგიღოთო?!
საბოლოოდ დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე რომ სამსახურიდან წამოსულიყო (24 საათიან ცვლები აქვს) და ბავშვთან გაჩერებულიყო. ფაქტიურად დედაჩემს რომ ვერ დავკავშირებოდი ან საერთოდ სხვა ქალაქში ცხოვრობდეს კოვიდიან ბავშვს მამასთან ერთად კლინიკა არ მიმიღებდა და შუაღამეზე უნდა მეტარებინა ეს სიცხიანი ბავშვი და მეძებნა კოვიდ კლინიკა რომელიც მიმიღებდა.
ერთი მომენტი კიდევ – სანამ არ ვთქვი რომ დედაჩემი მოვიდოდა და ის დარჩებოდა ბავშვთან, ბავშვს არც სიცხე გაუსინჯეს, არც ყელი შეუმოწმეს და არც სისხლის ანალიზი აუღეს!!!
დილის 5 საათზე როგორც იქნა შეიყვანეს პალატაში, რომელშიც გვერდით საწოლზე ყავდათ 9 წლის ბავშვი ენტერო ვირუსით! ანუ წარმოიდგინეთ ეს მომენტიც, კოვიდიანი ბავშვი შეყავთ ენტერო ვირუსიან ბავშვთან და იქ აჩერებენ 3 ღამე. ამ ბავშვს რომ გადადებოა კოვიდი? ან ჩემს ბავშვს რომ გადადებოდა ეს ენტერო ვირუსი?
კოვიდიან ბავშვთან ყოფნისას დედაჩემსაც, რა თქმა უნდა, გადაედო კოვიდი და ღამე სიცხემ რომ აუწია (38,7) და სიცხის დამწევი რომ თხოვა მედ პერსონალს, მაგაზეც უსასწაულესი პასუხი გაცეს: „თქვენ გატარებული არ გვყავხარ და წამალს ვერ მოგცემთო“. საუბარია ერთ აბ პარაცეტამოლზე თუ ნუროფენზე. აბსურდია არა?
საბოლოოდ ასე ნერვებ აშლილი გამოგვწერეს 16 ივლისს და დაგვინიშნეს წამალი, რომელიც არც ერთ აფთიაქში არ იშოვება. ფიზიკურად არ აქვს არავის.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იქნებ მიაქციოთ საქართველოში მოქმედ კლინიკების მედ პერსონალის (ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა) კვალიფიკაცია/მომზადებას, ეთიკისა და ხალხთან ურთიერთობის ტრენინგები ჩაუტაროთ, აუხსნათ რომ დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით ცუდია და ტრანდიციები და მენტალობა არ უნდა დააყენონ ადამიანის ჯანმრთელობის წინ და ჰიპოკრატეს ფიცი შეახსენოთ, რომ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არ არის იქ საუბარი.
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia არც პირველი ვიქნები და სავარაუდოთ არც ბოლო და იქნებ თქვენც განიხილოთ ასეთი შემთხვევები”, – წერს მამაკაცი.