სოფელ იორმუღანლოში ნაზიმ ნაბიევის ახლობლებმა აქცია გამართეს და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, 42 წლის მამაკაცის დაკარგვიდან ექვსი თვის შემდეგაც კი პოლიციამ დაკარგულის კვალს ვერ მიაკვლია და ამ დრომდე დამნაშავე არ გამოუვლენია. ახლობლები იმ ადამიანის დაკავებას ითხოვენ, ვისაც ნაზიმ ნაბიევი ბოლოს შეხვდა. რადგან, მიაჩნიათ, რომ ის სავარაუდო დამნაშავეა და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ნაზიმ ნაბიევი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან 6 იანვარს სახლიდან გავიდა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მსხვილფეხა საქონლის შესაძენად წავიდა. კაცს თან ჰქონდა 32 ათასი ლარი. მას შემდეგ ის სახლში აღარ დაბრუნებულა.