ცნობილი ხდება გუდაურში, ვერმფრენის ჩამოვარდნისას რამდენიმე გარდაცვლილის ვინაობა.
შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, საგანგებო სამსახურის 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანიდანაა. 43 წლის დიმა ქააძეს თბილისის საავიაციო სასწავლებელი აქვს დამთავრებული. ახლობლები ამბობენ, რომ მან კვალიფიკაცია უკრაინაში აიმაღლა.
„როგორც ვიცი, უკრაინაში აიმაღლა კვალიფიკაცია. მისი ძმაც მფრინავია. საერთოდაც, ალვანიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაადგა ამ გზას. დიმა არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი მეგობარი და თავის საქმეზე შეყვარებული კაცი იყო. 2013 წლამდე თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა. ალვანში მამიდა ჰყავს. უმძიმესი ამბავია, რა გითხრათ, არც ვიცი”. – ამბობს ალვანში ერთ-ერთი ადგილობრივი.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მედიკოსის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე გიორგი აფციაურმა დაწერა.
გარდაცვლილთა შორისაა, ვერტმფრენის პილოტი ზაზა ლორია.