კამერონ დიასი ბრუნდება, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 49 წლის მსახიობს მაყურებელი Netflix-ის ახალ ფილმში, სახელწოდებით „Back in Action” იხილავს. – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უცხოური გამოცემა NYPOST ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალ ფილმში კამერონ დიასი ჯეიმი ფოქსთან ერთად ითამაშებს.
როგორც NYPOST-ი წერს, ფილმის გადაღება წლის ბოლოს დაიწყება, მისი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.