ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, დავით გადელიას თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დაიძაბა და კლინიკებში რთული ვითარებაა.
“ისევ იძაბება ვითარება, ისევ რიგია კლინიკებში. გაიზარდა მომართვიანობა. ვამაყობდი, რომ პირველი ტალღა არ გაუგია მოსახლეობას, 100-ზე ნაკლები იყო ავადობის მაჩვენებელი. რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, რომ მეორე ტალღა დამძიმებულიყო. ეს განაპირობა პოლიტიკურმა აქტივობამ. იყო არჩევნების წელი. აქ მეორე ფაქტორია, შავი ზღვისპირეთის გახსნა და ნაკლები კონტროლი, ხოლო მესამე დიდი ქორწილები და ჭირის სუფრები. ზაფხულში და შემოდგომაზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია უმძიმესი ნოემბერ-დეკემბერი. ამ პერიოდში ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს გაუტოლდა”, – აღნიშნა დავით გადელიამ.